Friday, June 20, 2014

       პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი შესაძლებლობას იძლევა მოსწავლეებმა სიღრმისეულად და გააზრებულად შეიძინოს ცოდნა. პროექტებით სწავლების  დროს  შესაძლებელია  მოსწავლეებს განუვითარდეთ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია  და უფრო აქტიურად ჩაერთვნენ სასწავლო პროცესში. პროექტების განხორციელებისას მოსწავლეებს უწევთ უფროსებთან, ექსპერტებთან, საზოგადოებასთან, უფროს ამხანაგებთან თანამშრომლობა. პროექტებზე დაფუძნებული სწავლისას გამოიყენება შეფასების მრავალგვარი ფორმები.